ცხელი ხაზი : (0 352) 22 12 01

ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა ყვარელში

7 იანვარი, 2023

 

დღეს, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყვარელში ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირები, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა მონაწილეობდნენ.

სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და მიულოცეს შობის დღესასწაული.

მსვლელობისას მოსახლეობის მიერ შემოწირული საჩუქრები სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს გადაეცემათ.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

#შობა2023