Hot line : (+995) 599 157 471

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართა

24 May, 2023

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. კამპანია სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 11 მაისს, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრით გახსნა.

საინფორმაციო კამპანია მოიცავს კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტს: საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს.

სამკვირიანი, მრავალკომპონენტიანი კამპანიის, მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ინფორმაცია მიეღო განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, ხელისუფლების მიერ დაწესებული მხარდამჭერი აქტივობების, შეღავათებისა და უფასო იურიდიული დახმარების შესახებ.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში არაქართულენოვანი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობისათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მაქსიმალური ინფორმირება სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ, უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რაც ამავდროულად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 19 მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გაიმართა შეხვედრები.

Share page