Hot line : (+995) 599 157 471

პროექტ ECO Georgia"-ს ფარგლებში იწყება უფასო სასწავლო კურსი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ან/და განვითარების მიზნით

15 May, 2023

 

მერქნული და არამერქნული პროდუქტების წარმოებით, ასევე ეკო-ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ინტენსიური, უფასო სასწავლო კურსი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ან/და განვითარების მიზნით.

გამოცხადებული სასწავლო კურსი ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური (SDC) მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - ECO.Georgia“-ს ფარგლებში. პროექტი “ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ. პროექტი ერთობლივად ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ჩართულობით.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით შემდეგ ბმულზე და სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია:

https://forms.gle/2dRBFzHF5EPahk36A

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა და ფარავს ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯებს. შერჩეული მონაწილეები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ტრენინგის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.

რეგისტრაცია დასრულდება 24 მაისს, დღის ბოლოს.

 

Share page