ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

9 მაისი - მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე

31 ივლისი, 2018

დღეს 9მაისს, ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომის ვეტერანებს მერმა როსტომ სესიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვანო მამულაშვილმა, მერის მოადგილემ გივი ზაუტაშვილმა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ავაზაშვილმა და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავი მიულოცეს და საჩუქრად გადასცეს საყოფაცხოვრებო ნივთები, ტკბილეული, ასევე სახელმწიფოსგან და ადგილობრივი ხელისუფლებისგან საჩუქრად მიიღებენ ფულად თანხას.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ვეტერანს ულოცავს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობასადა დიდხანს სიცოცხლეს.

გააზიარე